13:56 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 13:26:40, 717 ნახვა

პოლიტიკა
​ღუდუშაური სააკაშვილზე - გვამის სუნი რომ ასდიოდა მიშას, ახლა ამ პროცესს რისი სუნი ასდის?

გვამის სუნი რომ ასდიოდა მიშას, ახლა ამ პროცესს რისი სუნი ასდის?,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.

ღუდუშაურის თქმით, კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეობის მიღება მარტივდება სააკაშვილს არ შეეხება.

"მე უბრალოდ მაინტერესებს, იქნებ გადასცეთ იმ ადამიანებს, ის პირები - პოლიტიკოსები, იურისტები, ექსპერტები, ექიმები ა.შ. დღე-დღეზე რომ კვდებოდა, აპოკალიფსი, რომ ხდებოდა, არაამქვეყნიური დაავადებები რომ სჭირდა, საქართველოს პოლიტიკა რომ აღარ აინტერესებდა, გვამის სუნი რომ ასდიოდა, ახლა ყველა თქვენ მედიის წარმომადგენლებს მე გთხოვდით და მოგიწოდებდით, ჰკითხოთ ამ ადამიანებს, ზოგადად, ამ პროცესს რისი სუნი ასდის. ზოგადად, თქვენს ამ მოქმედებას რისი სუნიც ასდის, ეს ხომ ქართველმა ხალხმა დიდი ხანია კარგად იცის. შესაბამისად, აპატრეიდი პრეზიდენტი სააკაშვილი არ ბრძანდება, მას აქვს უკრაინის პასპორტი, ის არის მსჯავრდადებული და შესაბამისად, როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, ისე იქნება მსჯავრდადებულთან საკითხები გადაწყვეტილი",- განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, 16 ივნისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, აპირებს აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics