|
2023-06-22 12:22:00, 2191 ნახვა
სამხედრო
სალექციო კურსი - „მე, საქართველოს მომავალი“ გრძელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გრძელდება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) შემეცნებითი სალექციო კურსი - „მე, საქართველოს მომავალი“, რომელიც ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისთვის ხორციელდება. თავდაცვის უწყების ცნობით, კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა გივი თუმანიშვილმა და აპარატის უფროსის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ. "მოხსენებები შეეხო გლობალურ და რეგიონულ საფრთხეებს და გამოწვევებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საქართველოს უსაფრთხოებაზე. ასევე, საქართველოსა და ნატოს წევრი ქვეყნების მაგალითზე, განიხილეს კრიზისულ სიტუაციებში შიდა გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები. სალექციო კურსი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხებზე საბაზისო ცოდნას მიიღებენ. მსმენელებს ლექციებს თავდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოწვეული მომხსენებლები ჩაუტარებენ. შემეცნებითი კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)