|
2023-06-22 09:16:51, 1596 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ გვაქვს წინსვლა
სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ გვაქვს წინსვლა,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით წინ წაიწიეს. "ფრონტი. სასტიკი ბრძოლები. სამხრეთი - ვანადგურებთ მტერს. დონეცკის ოლქი - ვანადგურებთ მტერს. კუპიანსკის მიმართულება - რაც არ უნდა დაგეგმონ რუსმა ტერორისტებმა, გავანადგურებთ მტერს. სამხრეთში წინსვლა გვაქვს. მადლობა მეომრებო! აღმოსავლეთში თავდაცვის ხაზს ვინარჩუნებთ. სამხრეთში ჩვენ წინ მივდივართ. აღმოსავლეთში ჩვენი თავდაცვა მყარდება. განსაკუთრებით მადლობელი ვარ, ბიჭებო, ყოველი ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენისთვის... თითოეული ჩამოგდება მნიშვნელოვანია. უკრაინასთან მუშაობა ნიშნავს, უკრაინისა და უკრაინელების გჯეროდეს. სამყარო ჩვენთანაა, მიუხედავად ყველაფრისა, რასაც ბოროტი სახელმწიფო ცდილობს ჩვენს წინააღმდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)