02:47 - 21 Aug, 2026
|
2023-06-21 09:41:17, 1363 ნახვა
სამართალი
შსს - თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე სპეცოპერაცია ჩატარდა - დაკავებულია 8 პირი
თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა. როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში 8 პირი დააკავეს. გოგოჩაშვილის თქმით, საქმე თაღლითურ სქემას უკავშირდება. "სპეციალური საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის არის ერთ-ერთი აღნიშნული კლუბი. დაკავებულია 8 პირი. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება უკავშირდება თაღლითურ სქემას. დამატებითი და დეტალური ინფორმაცია მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა გრიგოლ გოგოჩაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)