|
2023-06-19 18:13:43, 1286 ნახვა
სამართალი
უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო
უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. კერძოდ, 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას ადვოკატი, ქეთი ჩომახაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება და ზოგადად ნიკა გვარამიას საქმე არის პოლიტიკური. "დღეის მოცემულობით საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში ნიკა გვარამია ცნობილი დამნაშავედ 2 ეპიზოდში 220-ე მუხლებით და საბოლოოდ სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, არაფერი გასაკვირი ამ გადაწყვეტილებაში არ იყო, ყველამ იცის, რომ ეს გადაწყვეტილება და ზოგადად ნიკა გვარამიას საქმე არის პოლიტიკური და ნიკა გვარამია არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და სასამართლოსგან რაიმე განსაკუთრებულს სიახლეს ჩვენ არ ველოდით", - განაცხადა ქეთი ჩომახაშვილმა "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას. ცნობისთვის, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)