18:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 17:08:57, 1453 ნახვა

ომი უკრაინაში
სტეფანჩუკი - ჩვენ გვინდა, ნატოს 33-ე წევრი გავხდეთ და გვსურს, ეს გზა ისე გავიაროთ, როგორც ფინეთმა და შვედეთმა

მას შემდეგ, რაც ფინეთი ნატოში მიიღეს, მზად ვართ, ფინეთის გზას დავადგეთ. ასევე, მზად ვართ, "ფინეთიზაციისთვის", - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

რუსლან სტეფანჩუკს იმედი აქვს, რომ უკრაინა ნატოს 33-ე წევრი გახდება მას შემდეგ, რაც შვედეთი ალიანსს შეუერთდება.

"ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ უკრაინის "ფინეთიზაციაზე". მას შემდეგ, რაც ფინეთი ნატოში მიიღეს, მზად ვართ, ფინეთის გზას დავადგეთ. ასევე, მზად ვართ, "ფინეთიზაციისთვის".

24 თებერვლის შემდეგ, ფინეთი NATO-ს 31-ე ქვეყანა გახდა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში, შვედეთი 32-ე ქვეყანა გახდება. ჩვენ გვინდა, NATO-ს 33-ე წევრი გავხდეთ და გვსურს, ეს გზა ისე გავიაროთ, როგორც ფინეთმა და შვედეთმა გაიარეს", - განაცხადა სტეფანჩუკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics