|
2023-06-19 10:37:03, 1504 ნახვა
ომი უკრაინაში
მალიარი - ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით უკრაინამ 8 დასახლება გაათავისუფლა
ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ორკვირიანი შეტევითი ოპერაციების განმავლობაში უკრაინამ 8 დასახლება გაათავისუფლა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. მისივე თქმით, კვირას რუსეთის სამხედრო ძალებმა დიდი დანაკარგი განიცადა, კერძოდ, ყველა მიმართულებით 4 600-ზე მეტი რუსი სამხედრო ან დაიღუპა ან დაიჭრა, 80-ზე მეტი სამხედრო კი უკრაინამ ტყვედ აიყვანა. "ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ორკვირიანი შეტევითი ოპერაციების განმავლობაში უკრაინამ 8 დასახლება გაათავისუფლა: ნოვოდარივკა, ლევადნე, სტოროჟევა, მაკარივკა, ბლაგოდატნე, ლობკოვო, ნესკუჩნე, პიატიხატკი. ტავრიის მიმართულებით უკრაინა მტრის სიღრმეში 7 კმ-მდე დაწინაურდა. სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრია. ტაურის მიმართულების თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობა გრძელდება", - განაცხადა მალიარმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)