18:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 18:21:19, 1574 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ვმუშაობთ ახალი საბჭოს შექმნაზე, სადაც უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფოების თანაბარი იქნება

ვმუშაობთ ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს შექმნაზე, სადაც უკრაინა იქნება ნატოს წევრი სახელმწიფოების თანაბარი და სადაც გაიმართება კონსულტაციები საერთო უსაფრთხოების საკითხებზე, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უცნობია თუ როდის დასრულდება ომი, მაგრამ, როდესაც დასრულდება საჭიროა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის მომავალ უსაფრთხოებას და გამორიცხავს ისტორიის განმეორებას.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს პირველი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით გავმართოთ ვილნიუსში. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ბოლო ათწლეულში უკრაინა დაუახლოვდა ნატოს და ვთანხმდებით, რომ ნატოს კარი ღიაა და უკრაინა გახდება ნატოს წევრი. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინამ და ალიანსის წევრებმა უნდა მიიღონ.

რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. ჩვენ არ ვიცით, თუ როდის დასრულდება ომი, მაგრამ როცა დასრულდება საჭიროა გვქონდეს ჩარჩო , რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის მომავალ უსაფრთხოებას და გამორიცხავს ისტორიის განმეორებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics