17:59 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 17:23:06, 788 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციაში მონაწილეობს

იუსტიციის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის" (CRPD) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციაში მონაწილეობს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით იუსტიციის სამინისტროში არსებულ პროგრესზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა გაეროს „შშმ პირთა უფლებების კონვენციის" (CRPD) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციის მე-16 სესიაზე.

"მინისტრის მოადგილემ  ხაზი გაუსვა ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის პრინციპების მნიშვნელობას და  შშმ პირთათვის გამარტივებული ინფორმაციისა და სახელმწიფო სერვისების მიწოდებაზე გაამახვილა  ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების დაცვა 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება. დოკუმენტი საკონსულტაციო საბჭოს ჩართულობით შემუშავდა, რომლის შემადგენლობაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ თემის წარმომადგენლები.

კონფერენციაში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის თავმჯდომარე  გერტრუდა ოფორივა ფეფოამიდასთან",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics