|
2023-06-15 14:35:33, 1962 ნახვა
სამხედრო
15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნება
საქართველოს თავდაცვის ძალები 15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუბუნაურმა მიულოცეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. "სიტყვით გამომსვლელებმა თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედროებს წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, გრიგოლ გიორგაძე, დავით სუჯაშვილი, გიორგი ხაინდრავა, სამხედრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი კახაბერ პეტრიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამხედრო პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივი საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. სამხედრო პოლიციის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობის სიგელებიც მიიღო. სამხედრო პოლიციის განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივაა. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელიც მხარს უჭერს სამანევრო ქვედანაყოფებს, როგორც დისციპლინის, ასევე საბრძოლო ამოცანის შესრულებაში",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)