|
2023-06-15 12:30:03, 691 ნახვა
საზოგადოება
სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბერბუკის ქუჩის N7-ში რეკრეაციული სივრცე მოეწყო
თბილისის მერის გადაწყვეტილებით, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბერბუკის ქუჩა N7-ში, 900 კვ.მ ფართობზე მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა განხორციელდა. შედეგად, ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, საბურთალოს გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, LED განათების ქსელი დამონტაჟდა, ასევე, საპარკო სკამები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყო. „სამუშაოების შედეგად, დაირგო 53 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. მოეწყო სარწყავი სისტემა და 550 კვადრატულ მეტრზე ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესა. პროექტის ღირებულება 274 704 ლარია, რომელიც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და შპს „ლაგომ“ შეასრულა. დასრულებული სამუშაოები რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ დაათვალიერა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)