|
2023-06-15 12:17:14, 1205 ნახვა
ეკონომიკა
„სოფლის განვითარების პროგრამის“ მხარდაჭერით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო ამოქმედდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ცაცია ოსტატი“ ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო ამოქმედდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 100 000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, "სოფლის განვითარების პროგრამის" თანადაფინანსება 79 000 ლარია. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში კოორდინატორი გიორგი ციმინტია ახლადგახსნილ საწარმოში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. საწარმოში 5 ადგილობრივია დასაქმებული და ყოველდღიურად 20 000 ცალ სათამაშოს ამზადებს. კომპანიის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება; უახლოეს მომავალში იგეგმება პროდუქციის ექსპორტიც. „სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა არის საშუალება, რომ სოფლად მაცხოვრებელ მოსახლეობას დავეხმაროთ, შექმნან დოვლათი და ეკონომიკურად გაძლიერდნენ“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირეტორის მოდგილემ, ნატალია ხარატიშვილმა. გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორ გიორგი ციმინტიას განცხადებით, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა უკვე მრავალი წელია ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარებას, ახალი შესაძლებლობების შექმნას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. „სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში განხორციელდა. „სოფლის განვითარების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტომ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში განახორციელა. "სოფლის განვითარების პროგრამის" ფარგლებში, დაფინანსებულია 77 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7.8 მილიონ ლარს აღემატება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)