|
2023-06-15 00:45:55, 704 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - აბსოლუტურად ალოგიკურია ის მოცემულობა, რაც გვაქვს: აქეთ არის სამი ვიცე-პრეზიდენტი, აქეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი
„აქეთ არის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი, იქით სამი ვიცე-პრეზიდენტი. ამაზე როცა ამბობ, რომ გაოგნებული ხარ, პროგრამები შეჩერდება, საზოგადოებამ იმსჯელოს ამასთან დაკავშირებით ეს რამდენად ლოგიკურია“- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაზე ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. „აქეთ არის სამი ვიცე-პრეზიდენტი და აქეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი და ეს თურმე ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას მიწაში ჩადებს, გაოგნებულია ვიღაცა და ა.შ. ხომ ხედავთ, რომ არის აბსოლუტურად ალოგიკური ის მოცემულობა, რაც გვაქვს: აქეთ არის სამი ვიცე-პრეზიდენტი, აქეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი. რად უნდა ამას ან იურისპრუდენცია, ან ფინანსების ცოდნა, რომ ინტერესი გაუჩნდეს ამ პოზიციებთან დაკავშირებით. მართლა გაუგებარია, როგორ შეიძლება ეს შეაფასო როგორც დამოუკიდებლობისათვის რისკი, გაუგებარია.“- აღნიშნა კობახიძემ. კობახიძის თქმით, აბსოლუტურად ლოგიკურია „ქართული ოცნების“ ინტერესი, რომ შექმნან მყარი ვითარება ეროვნულ ბანკში. მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაში მმართველი გუნდი წარადგენს კანდიდატურებს იმიტომ, რომ ეს თემები პირდაპირ არის დაკავშირებული მმართველი და ლეგიტიმურად არჩეული გუნდის პასუხისმგებლობასთან. „მმართველ გუნდს თუ აქვს ინტერესი, რომ მყარი ვითარება იყოს ეროვნულ ბანკში და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ პრობლემად არ იქცეს ეროვნულ ბანკში საბოტაჟი, რაც, გვახსოვს იგივე ქადაგიძისგან, ლარის კურსის პრობლემები თავიდან არ განმეორდეს, ინფლაცია არ იყოს წახალისებული, ამ შემთხვევაში საზოგადოება დადგება ჩვენს მხარეს. აქ საუბარია საკვანძო თემებზე, რაც არის პირდაპირ საზოგადოების ინტერესებში. ვინ იქნება პასუხისმგებელი, ლარის კურსი რომ გახდეს ისევ 3.45 ხელს ვისკენ გამოიშვერენ? სალომე ზურაბიშვილისკენ თუ მესტვირიშვილისკენ? რა თქმა უნდა „ქართული ოცნებისკენ“. ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია ჩვენი ინტერესი, რომ შევქმნათ მყარი ვითარება ეროვნულ ბანკში. ძალიან ბევრ ქვეყანაში საერთოდ პირდაპირ მმართველი გუნდი წარადგენს კანდიდატურებს იმიტომ, რომ პირდაპირ არის დაკავშირებული ეს თემები მმართველი და ლეგიტიმურად არჩეული გუნდის პასუხისმგებლობასთან. ჩვენთან არის შემორჩენილი 90 -იანი წლებიდან ეს მოცემულობა, რომ მაშინ თვითონ პრეზიდენტი იყო მმართველი გუნდი, პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი იყო მისი გუნდი, პრეზიდენტი წარუდგენდა პარლამენტს და მმართველი გუნდი იღებდა პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკზე. და 2017 წელს იყო დისკუსიები ამასთან დაკავშირებით, თუმცა იყო მოთხოვნა, რომ პრეზიდენტს დარჩენოდა ეს კომპეტენცია. მმართველ გუნდს რომ უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი საკადრო გადაწყვეტილების მიღების დროს, ეს ჩანს იქიდან, რომ როცა საუბარია ლარის კურსზე, ან ინფლაციაზე ყველა ხელს გაიშვერს არა სალომე ზურაბიშვილისკენ, ან ეროვნული ბანკისკენ, ყველა ხელს გაიშვერს „ქართული ოცნებისკენ“. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ობიექტური ინტერესი, რომ ეროვნულ ბანკში ვითარება იყოს სათანადოდ ჩამოყალიბებული, კომპეტენტური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები უნდა იყვნენ ეროვნულ ბანკში, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)