|
2023-06-12 17:02:24, 1560 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩერევატი - ბახმუტის მიმართულებით პოზიციური ბრძოლები გრძელდება, მტერი უპირატესობის მოპოვებას უშედეგოდ ცდილობს
ბახმუტის მიმართულებით პოზიციური ბრძოლები გრძელდება, მტერი უპირატესობის მოპოვებას უშედეგოდ ცდილობს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლური ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა. როგორც ჩერევატიმ აღნიშნა, რუსულმა ძალებმა ბახმუტის ტერიტორიებს 249-ჯერ სხვადასხვა ტიპის არტილერიით დაარტყა და ასევე განახორციელა ორი საჰაერო იერიში, მაგრამ ამის მიუხედავად, უკრაინულმა ძალებმა 250-დან 700 მეტრამდე პოზიციური წინსვლა განახორციელეს. „ბახმუტის მიმართულებით პოზიციური ბრძოლები გრძელდება, მტერი ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ, რუსულმა ძალებმა 249-ჯერ სხვადასხვა ტიპის არტილერიით დაარტყა ჩვენს პოზიციებს და 2 საჰაერო იერიში განახორციელა. ჩვენ, თავის მხრივ, განვაგრძეთ კონტრშეტევა, სადაც იყო შესაძლებლობები და ფლანგებზე 250-დან 700 მეტრამდე უპირატესობა მოვიპოვეთ“, - განაცხადა ჩერევატიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)