22:42 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-10 11:35:48, 768 ნახვა

საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე სტუდენტებთან და მოსწავლეებთან საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურორმა ირაკლი ქარდავამ სტუდენტური ორგანიზაცია "ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე საჯარო ლექცია ჩაატარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე პროკურორმა ყურადღება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საუბარი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის წესსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სპეციფიკას შეეხო.

„საჯარო ლექციაზე სისხლის სამართლის საქმეების კონკრეტული მაგალითები განიხილეს, რაზეც შეხვედრის მონაწილეებთან დისკუსიაც გაიმართა.

შეხვედრის ბოლოს, პროკურორმა სტუდენტებსა და მოსწავლეებს საჯარო ლექციაში ჩართულობისთვისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.

საჯარო ლექციაში მონაწილეობა 40-ამდე მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღო. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა თემებზე აქტიურად იმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics