02:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 17:16:18, 682 ნახვა

საზოგადოება
ნუცუბიძის N46-ში დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო

საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, შ. ნუცუბიძის N46-ში დასასვენებელი სივრცისა და  სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი მოხდება. 

თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად 2 000 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ჰიდროთესვის მეთოდით დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის 35 ხე-მცენარე.  რეაბილიტირდება 800 კვ. მ  ფართობის სპორტული მოედანი. 

"დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლაგო“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  519 397 ლარია გამოყოფილი. სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის კი 99 551 ლარია გათვალისწინებული და  პროექტს შპს „დოკასპორტი“ ასრულებს. 

საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილობრივ  მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული პროექტი  მათთან ერთად განიხილა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics