|
2023-06-09 17:07:15, 1092 ნახვა
სამართალი
ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს - პროკურატურამ 3 პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 7 ივნისს, მარნეულში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ცოლად შერთვის მიზნით ორი მეგობრის დახმარებით ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს. "ბრალდებულები გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით მოქმედებდნენ და თვლიდნენ რომ ქალს არ ჰქონდა უფლება თვითონ მიეღო გადაწყვეტილება, ვის გაჰყოლოდა ცოლად. სამივე პირს ბრალდება, მათ შორის ერთ-ერთს დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)