|
2023-06-09 11:29:11, 1418 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობის პროგრამის მოსარგებლეთა არეალს აფართოებს
სამინისტრომ თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობის დაფინანსება ახალი თაობის ძვირადღირებული ანტიანგიოგენური მედიკამენტებით მიმდინარე წელს დაიწყო. პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მიმდინარე წლის ივლისიდან პროგრამით სარგებლობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის და 200 000 -მდე სარეიტონგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ყველა მოქალაქეს შეეძლება. “სპეციალისტების რეკომენდაციითა და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის მხარდაჭერით, მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო თვალის ბადურის ძვირადღირებული, მაღალფექტური ანგიოგენეზური მოქმედების პრეპარატების დაფინანსება. პროგრამა საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა, შასაბამისად გათვალისწინებული იყო ვიწრო სოციალურ ჯგუფებზე. პაციენტების მომართვიანობის და მედიკამენტის მაღალეფექტურობის გათვალისიწინებით, მივიღეთ მოსარგებლეთა არეალის გაფართოების გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ. "აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაში იანვრის თვეში ჩავერთე, სამინისტროს დაფინასებით შევძელი ძვირადღიებული მედიკამენტით სარგებლობა. პროგრამაში ჩართვიდან პირველივე პროცედურის შემდეგ, მხედველობა აღმიდგა, უკვე დამოუკიდებლად გადავადგილდები“, - განაცხადა პროგრამის მოასარგებლე, შუშანა სურმანიძემ. “თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა ახალი თაობის ძვირადღირებული ანტიანგიოგენური მედიკამენტებით” პროგრამის მიზანია თანამედროვე სერვისებზე პაციენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განვითარების რისკის შემცირებას, მხედველობის აღდგენას და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს მედიკამენტების ღირებულება უფინანსდებათ სრულად.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)