18:37 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 21:47:44, 1611 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პროკურატურა - დატბორილი ტერიტორიებიდან 17 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს

რუსების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალის ნაწილობრივ განადგურების გამო, დატბორილი ტერიტორიებიდან 17 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მდინარე დნეპროს მხარეს 25 000 ადამიანის ევაკუაცია უნდა მოხდეს. 

"40 000-ზე მეტი ადამიანი დატბორვის საფრთხის წინაშეა", - განაცხადა კოსტინმა.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დღეს დილით ააფეთქეს.

პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, მასშტაბური ნგრევის გამო, 80 დასახლება ნაწილობრივ ან სრული დატბორვის საფრთხის ქვეშაა.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.

უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-ს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. 

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics