|
2023-06-06 14:26:35, 1541 ნახვა
ომი უკრაინაში
კალასი კახოვკის აფეთქებაზე - ტერორისტულმა სახელმწიფო რუსეთმა ახლა წყალი გადააქცია იარაღად
ტერორისტულმა სახელმწიფო რუსეთმა ახლა წყალი გადააქცია იარაღად,- ასე ეხმიანება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას. კალასის თქმით, ნოვა კახოვკაში კაშხლის განადგურება ომის დანაშაულია, რომელიც გავლენას ახდენს უამრავ მშვიდობიან მოსახლეობაზე და იწვევს ეკოციდსა და მასობრივ განადგურებას. "ტერორისტულმა სახელმწიფო რუსეთმა ახლა წყალი გადააქცია იარაღად. ნოვა კახოვკაში კაშხლის განადგურება ომის დანაშაულია, რომელიც გავლენას ახდენს უამრავ მშვიდობიან მოსახლეობაზე და იწვევს ეკოციდსა და მასობრივ განადგურებას. ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესიის ეს ციკლი უკრაინის გამარჯვებაში დახმარებითა და სრული პასუხისმგებლობის დაკისრებით",- წერს კალასი. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დღეს დილით ააფეთქეს. პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, მასშტაბური ნგრევის გამო, 80 დასახლება ნაწილობრივ ან სრული დატბორვის საფრთხის ქვეშაა. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს. უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-ს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)