|
2023-06-06 13:12:00, 1551 ნახვა
ომი უკრაინაში
სანდუ ზელენსკის - მზად ვართ, გაგიწიოთ დახმარება წყალდიდობასთან გასამკლავებლად
პრეზიდენტო ზელენსკი, მზად ვართ, გაგიწიოთ დახმარება წყალდიდობასთან გასამკლავებლად და მხარი დაგიჭიროთ შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში,- ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს. სანდუს თქმით, კატეგორიულად გმობს კახოვკას კაშხლის აფეთქებას. "კატეგორიულად ვგმობ დღეს დილით ნოვა კახოვკას კაშხლის აფეთქებას. რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღება ომის დანაშაულია. პრეზიდენტო ზელენსკი, ჩვენ მზად ვართ, გაგიწიოთ დახმარება წყალდიდობასთან გასამკლავებლად და მხარი დაგიჭიროთ შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში",- წერს სანდუ. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური დღეს დილით ააფეთქეს. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდის თქმით, დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს და მაღალია სხვადასხვა ქალაქის დატბორვის რისკი.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)