|
2023-06-06 11:02:14, 868 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 216 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 216 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 143 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 73 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, სამართალდარღვევებიდან 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი, 30-30 ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლსა და აჭარაში. 29 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 25 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლშიც - 25, სამცხე-ჯავახეთში - 21, იმერეთში - 20, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 19, გურიაში - 13, მცხეთა-მთიანეთში კი, 4 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 410 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)