|
2023-06-03 10:35:24, 1225 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საქართველოს ბალნეო და სამედიცინო ტურიზმის პოტენციალი გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საქართველოს ბალნეო და სამედიცინო ტურიზმის შესაძლებლობები და პოტენციალი გააცნო აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკომონიკის სამინისტრო ავრცელებს. მათ ცნობით, მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის ფარგლებში გამართული კონფერენციის პანელში „ევროპა, როგორც მზარდი სამედიცინო და ველნეს მიმართულება. მარიამ ქვრივიშვილმა თავის მოხსენებაში საქართველოს ბალნეო და სამედიცინო ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ, ასევე ქვეყანაში მიმდინარე თუ დაგეგმილი რამდენიმე კონკრეტული პროექტის თაობაზე დეტალურად ისაუბრა. „უპირველესად, ეს არის აბასთუმნის პროექტი, ასევე წყალტუბო და პრემიერ-მინისტრის ინიცირებით დაწყებული ახალი, მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გულისხმობს ერთმილიარდიან ინვესტიციას, რომლის ფარგლებში მოხდება საქართველოს მნიშვნელოვანი კურორტების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის განახლება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს კურორტების რეაბილიტაცია-განვითარების შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მოხდება ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების, მათ შორის მხარჯველუნარიანი ტურისტების ზრდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)