|
2023-06-02 10:17:49, 1658 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საბრძოლო მასალისა და რაკეტების ევროპული წარმოების გაზრდას გულისხმობს. უკრაინული მედიის ცნობით, ევროკომისიამ კანონპროექტი მიმდინარე წლის 3 მაისს წარადგინა და მაისშივე კანონპროექტის მიღების დასაჩქარებლად, ევროპარლამენტარები გადაუდებელი პროცედურის დაწყებაზე შეთანხმდნენ. "დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი კავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის, განსაკუთრებით კი უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის, რუსეთის წინააღმდეგ... პარლამენტი საბჭოსთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწევთ შეთანხმებას",- აცხადებს ევროპარლამენტის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელი კრისტიან ბუშოი (EPP, რუმინეთი). კანონპროექტი 446 ხმით მიიღეს, 67 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 112-მა თავი შეიკავა. ამის შემდეგ, ევროპარლამენტარები დაიწყებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირის საბჭოსთან, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის მიზნით, რომელსაც ევროდეპუტატები კენჭს ივლისში, პლენარულ სხდომაზე უყრიან.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)