02:51 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 22:33:50, 926 ნახვა

პოლიტიკა
ტობიას ელვუდი ღარიბაშვილზე - მას სჭირდება, დადგეს სიმართლის მხარეს იმის ნაცვლად, რომ ორივე მხარეს ეცადოს პოზიციონირებას

ბრიტანეთის პარლამენტის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ტობიას ელვუდი ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა. 

როგორც ელვუდიმ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს სჭირდება, რომ დადგეს სიმართლის მხარეს იმის ნაცვლად, რომ ორივე მხარეს ეცადოს პოზიციონირებას.

"ვფიქრობ, თქვენი პრემიერ-მინისტრი ცდილობს, ერთდროულად ორივე მხარეს სვლას. მას სჭირდება, დადგეს სიმართლის მხარეს იმის ნაცვლად, რომ ორივე მხარეს ეცადოს პოზიციონირებას. იკვეთება პრეზიდენტ პუტინის იმპერიალისტური ზრახვები და ის ცდილობს, რომ დასავლეთის ერთიანობა გატეხოს, როცა საქმე ეხება უკრაინისადმი მხარდაჭერას. მე მაქვს მარტივი შეკითხვა პრემიერმინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით: თუ რუსეთი მოახერხებს უკრაინაში ტერიტორიების შენარჩუნებას, სად წავა ის შემდეგ? რა თქმა უნდა, თავს დაესხმება საქართველოს, ამიტომ მე ვთხოვ პრემიერმინისტრს რომ გადაიაზროს თავისი განცხადება", - განაცხადა ტობიას ელვუდიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics