|
2023-06-01 16:47:57, 817 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრ ელენა ბუდლიგერს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. "შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პოზიტიურ გავლენას ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ 2022 წელს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის 30 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 21 პროცენტით გაიზარდა. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან თანამშრომლობაზე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, განხილულ იქნა აღნიშნული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე საუბარი წარიმართა ნაყოფიერ ურთიერთობებზე განათლების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის და სხვა სექტორებში. განსაკუთრებით დადებითად შეფასდა თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი ტურიზმის მიმართულებით, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი ავიაფრენების განახლების მნიშვნელობას ბიზნეს-კავშირების განვითარებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ბიზნესსექტორის მოწინავე წარმომადგენლები შვეიცარიიდან, რომლებმაც ვრცლად ისაუბრეს საკუთარ პოზიტიურ გამოცდილებაზე საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით",- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)