|
2023-05-31 23:07:00, 1625 ნახვა
ომი უკრაინაში
დუდა - ვლადიმერ პუტინს ჯერ არცერთი ომი არ წაუგია
პუტინს ომი ჯერ არ წაუგია, ის დამარცხდება მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა იქნება გაძევებული, – ამის შესახებ ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში დისკუსიისას პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. როგორ დუდამ აღნიშნა, რუსებისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, უკრაინელებისთვის კი თითოეული სიცოცხლე ოქროს ფასისაა. „დღეს ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინმა ომი წააგო, მისი მარცხი კი მდგომარეობს იმაში, რომ ფინეთი გაწევრიანდა ნატო-ში მაშინ, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ფინელი ხალხი ყოყმანობდა, უნდა ეთქვათ თუ არა უარი ნეიტრალიტეტზე. ქალბატონებო და ბატონებო, ვლადიმერ პუტინს არ წაუგია არცერთი ომი ეს სხვაობა უკვე აჩვენებს, ვის აქვს უპირატესობა. რუსებისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, უკრაინელებისთვის კი თითოეული სიცოცხლე ოქროს ფასისაა. ეს განსხვავებული კულტურებია. რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, მას იარაღის გიგანტური მარაგები აქვს. ჩვენ ვიცინით, რომ მას ფრონტზე 1960-იანი წლების ტანკები გაჰყავს – თითოეული ტანკი 50-60 ტონას იწონის. თუკი ის გადაადგილდება, ის გაჭყლეტს, იმის მიუხედავად, არის თუ არა თანამედროვე“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)