|
2023-05-30 10:56:24, 1825 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინამ მოსკოვზე თავდასხმისთვის 8 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა
უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა მოსკოვზე თავდასხმისთვის 8 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, 3 დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით მოიგერიეს, რის შედეგადაც მათ კონტროლი დაკარგეს, 5 დრონი კი Pantsir-S1-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის საშუალებით ჩამოაგდეს. "დღეს დილით კიევის რეჟიმმა ქალაქ მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განახორციელა. თავდასხმაში 8 უპილოტო საფრენი აპარატი იყო ჩართული. მტრის ყველა დრონი განადგურებულია. მათგან 3 რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით მოვიგერიეთ, ხოლო 5 Pantsir-S1-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის საშუალებით ჩამოვაგდეთ",- აღნიშნულია განცხადებაში. აღსანიშნავია ასევე, რომ რუსეთმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა. შეგახსენებთ, რომ გამთენიისას, მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატები [დრონები] ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)