|
2023-05-29 16:21:25, 1584 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - რუსული აგრესიის შეჩერება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით უნდა მოხდეს
რუსული აგრესიის შეჩერება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით უნდა მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინსიტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. როგორც კულებამ აღნიშნა, რუსული თვითმფრინავებითა და რაკეტებით თავდასხმა, რომელიც უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისა და მოსახლეობისკენაა მიმართული, არის სამხედრო დანაშაული, რომელიც არ უნდა ჩაითვალოს ჩვეულებრივ ამბად. "რუსული თავდასხმები თვითმფრინავებითა და რაკეტებით, რომელიც მშვიდობიანი უკრაინის ქალაქებისკენაა მიმართული, არ შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივ ამბად, რაც არ უნდა ხშირად ხდებოდეს. ეს ყველაფერი ომის დანაშაულია და მათი შეჩერება უნდა მოხდეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერებით, მათ შორის F-16 გამანადგურებლების მიწოდებით და რუსული აგრესიის დამარცხებით", - წერს კულება. ცნობისთვის, რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, 11:00 საათის შემდეგ, დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. 11:20 საათზე კიევის ცენტრი აფეთქებების ხმა გაისმა. საჰაერო განგაში იყო ასევე გამოცხადებული ხარკოვსა და ჩერნიგოვში.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)