11:21 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 09:33:36, 829 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ტყიბულში 14:00 საათზე დაიწყება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს ტყიბულში. საზეიმოდ მოეწყო ქალაქის ცენტრალური მოედანი, განთავსდა თემატური, ისტორიული კუთხეები და მოეწყო ბავშვების გასართობი სივრცეები. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 11:00  საათზე, წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია მოწამეთაზე გაიმართება. ქალაქის ცენტში, გასართობი აქტივობები კი 14:00 საათიდან დაიწყება.

„მოეწყობა კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა შემოქმედებითი მასტერკლასი, შემეცნებითი თამაშები და სხვა აქტივობები.

მოხდება, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.

ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს შეეძლებათ ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული მუსიკოსების კონცერტს დაესწრონ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტყიბულში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics