|
2023-05-25 10:04:37, 1208 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია კომპანიის „პეპსიკო საქართველო“ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კომპანიის „პეპსიკო საქართველო“ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. ოთარ შამუგიამ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში ინვესტირების ხელსაყრელი გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ყველა ხელშემწყობი პირობა არსებობს. სახელმწიფო აქტიურად მუშაობს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მაქვს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის მოლოდინი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო საინტერესოა სოფლის მეურნეობის განვითარების პოტენციალის თვალსაზრისით, რაც ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ კომპანია „პეპსიკო" კვებისა და სასმელების სფეროში წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ესწრებოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)