|
2023-05-24 13:49:11, 1441 ნახვა
ეკონომიკა
30 მაისს, ახალციხეში დასაქმების პირველი რეგიონული ფორუმი გაიმართება
30 მაისს, ახალციხე პირველ რეგიონულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში, გაეცნონ როგორც ქსელური ბრენდების, ისე ადგილობრივი ბიზნესის აქტიურ ვაკანსიებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. "ღონისძიება, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრის სკვერში, 13:00-საათიდან დაიწყება. ფორუმის გარდა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, 29 მაისს, ახალციხეში პირველ სერვის-ცენტრს გახსნის, რაც ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს, მუდმივად გაეცნონ რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს, სერვისებსა და პროგრამებს, რომელსაც სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია, ადგილობრივ დამსაქმებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან საინფორმაციო შეხვედრა. სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. საინფორმაციო შეხვედრები და დასაქმების ფორუმები, თბილისსა და რეგიონებში, მუდმივად იმართება - აპრილში ღონისძიება ბათუმში ჩატარდა, ახალციხის შემდეგ კი, დასაქმების ფორუმს, კახეთი უმასპინძლებს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)