11:56 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 12:20:06, 821 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა - ციხეში კი არ არის, კერძო კლინიკაშია

არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი იმიტომ, რომ ის არის წარსული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა.

„მინდა ვისაუბრო აწმყოზე, მომავალზე, უფრო საინტერესო ეს არის ჩვენთვისაც და დარბაზისთვისაც, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ.

ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი შეცდომა ჩაიდინა, მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ არის, ციხეში კი არ არის, არამედ კლინიკაში, კერძო კლინიკაშია, უკვე ერთი წელია. ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ამის შესახებ.

მისი ოჯახი ხარჯავს მილიონობით დოლარს ბოლო ორი წლის განმავლობაში და აბრალებს საქართველოს მთავრობას, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე წაიღეს სტრასბურგში, ადამიანის უფლებების სასამართლოში. სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს მისი ჯანმრთელობის, პირობების ზრუნვით და ევროპული სტანდარტებით აკეთებს ამას ყველაფერსო", -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა რისკს იმისა, რომ სააკაშვილი გარდაიცვალოს კლინიკაში.

„მე არ მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო. ყველა ადამიანს, ყველა პატიმარს ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს და რაც გითხარით, იმას გავიმეორებ - ვიცავთ ყველა ადამიანის, ყველა  მოქალაქის უფლებებს, ყველა პატიმრის უფლებებს", -  განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics