|
2023-05-24 10:16:24, 1442 ნახვა
ეკონომიკა
უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შექმნილი ხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა
საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ისტვან ნაგი და უნგრული დელეგაციის წევრები შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ საწარმოში იმყოფებოდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმილი საწარმოს ინფრასტრუქტურას და ხილის გადამუშავების მიმდინარე პროცესს უნგრელი მინისტრი და დელეგაციის წევრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად გაეცნენ. "მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ხილის გადამმუშავებელი საწარმო „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითაა შექმნილი. საწარმოში ჯამურად 1,7 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული, მათ შორის, სახელმწიფო თანადაფინანსება 500,000 ლარი, ხოლო 500,000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია სხვადასხვა სახეობის ხილის ჩირს აწარმოებს, რისთვისაც ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია საექსპორტოა და გერმანიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაში იყიდება. უნგრული დელეგაციის წევრები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძესთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთშიც იმყოფებოდნენ, სადაც მეფუტკრე ფერმერ ვლადიმერ ვარდოსანიძის მეურნეობაში ფუტკრის რძის წარმოების პროცესს გაეცნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)