11:55 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 19:52:43, 863 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ყველას გავუწოდებ ხელს, ვისაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს

ყველას შევხვდები, ყველას დაველაპარაკები, ყველას გავუწოდებ ხელს, ვისაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რუსი ოლიგარქის დამარცხება და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ის გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" დასუსტდეს და მათმა მხარდამჭერებმა, "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ მხარი.

„ქართული ოცნების“ მომხრე, რომ იყო მიშას და ენმ-ის წინააღმდეგიო, იმ ადამიანებს რატომ ეკონტაქტებიო, რატომ ესაუბრებიო, რატომ აძლევ უფლებას „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირონ მხარიო და მიშა აღიარონ პოლიტიკურ დევნილადო... რატომ მუშაობო და რატომ ზრდი პარტიის მხარდამჭერების რაოდენობასო ... მტერს რატომ ასუსტებო ...

ჯერ სად ხართ ?! ... ყველას შევხვდები, ყველას დაველაპარაკები, ყველას გავუწოდებ ხელს, ვისაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რუსი ოლიგარქის დამარცხება და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება ქართული ოცნების ყოფილ აქტიურ წევრებს, რომლებსაც აღარ სურთ ივანიშვილი. მოტყუებულად თვლიან თავს და არ სურთ საქართველოს გარუსება.

ბევრი ადამიანია, ვინც განსხვავებულად ფიქრობდა 2012- ში, 2016- ში, 2020- ში, მაგრამ ახალ რეალობაში რუსული პოლიტიკის, რუსული პარტიის წინააღმდეგია და სურს ნაციონალურ მოძრაობას დაუჭიროს მხარი. დიახ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ "ოცნება" დასუსტდეს და მათ რომ უჭერდნენ მხარს, ახლა "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ. მიშას, რომ აუგად მოიხსენიებდნენ, ახლა პოლიტიკურ დევნილად აღიარონ... ბევრს ვიშორმებ აუცილებლად ამ საკითხებზე.

გუშინ შეხვედრაზე ათობით ომის ვეტერანი იყო, ვისაც საკუთარი მკერდით უბრძოლია რუსების წინააღმდეგ, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად.” - წერს ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics