|
2023-05-23 18:42:41, 1567 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი ბელგოროდზე - უკრაინელებს ის ფაქტი აწუხებთ, რომ პუტინს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა გამოხატოს რაიმე შეშფოთება
უკრაინელებს მხოლოდ ის ფაქტი აწუხებთ, რომ პუტინს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა გამოხატოს რაიმე შეშფოთება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, ალექსეი დანილოვი ბელგოროდში არსებულ ვითარებას. როგორც დანილოვმა აღნიშნა, პუტინის სისხლის სამართლის საქმის აღსრულება მთელი სისწრაფით ახლოვდება. "რაც შეეხება კრემლისა და პუტინის შეშფოთებას ბელგოროდის ვითარებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ უკრაინელებს მხოლოდ ის ფაქტი აწუხებთ, რომ პუტინს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა გამოხატოს რაიმე შეშფოთება, ვიდრე გაეცნოს პირადი სისხლის სამართლის საქმის მასალებს ციხის საკანში. მაგრამ ეს დღე მთელი სისწრაფით ახლოვდება", - წერს დანილოვი. შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გუშინ, 22 მაისს ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა "ტელეგრამ-არხზე" გაავრცელა. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა Suspilna-ს განუცხადა, რომ "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონმა და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" ბელგოროდში ოპერაციის განხორციელება დაიწყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლქში "ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეები" შევიდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)