|
2023-05-23 16:48:37, 1203 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, სოფელ ვაზისუბანში, ბრალდებული და დაზარალებული წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად, ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. "სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)