14:07 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 16:22:07, 713 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ანტიკორუფციული ბიუროს ახლად დანიშნულ უფროსთან, რაჟდენ კუპრაშვილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შსს-ს ცნობით, ვახტანგ გომელაურმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბიუროს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე - თანამშრომლობის ფორმატისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების შესახებ იმსჯელეს.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მუდმივად ხდება ანტიკორუფციული მიმართულებით თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმები დასახეს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics