13:04 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 21:41:48, 734 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შვეიცარიაში, ოფიციალური ვიზიტით, იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს.

ზურაბ აზარაშვილი ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს, რიგით 76-ე სესიაზე ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით წარდგება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მინისტრმა, ჰანს კლუგეს „ჯანმო“-ს მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბ აზარაშვილმა ფარმაცევტული რეფორმის მნიშვნელობაზე, ასევე DRG დაფინანსების მოდელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეფორმები, სწორედ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.

შეხვედრაზე მხარეები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის, აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ჯანდაცვის პროგრამების დირექტორი ნინო ბერძული ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics