|
2023-05-22 17:45:15, 1255 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში, აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით CAREC-ის მე-7 რეგიონალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
22 მაისს, თბილისში, აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით CAREC -ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის) მე-7 რეგიონალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა გახსნა. დავით ფერაძემ 2022 წელი შეაჯამა და გაზრდილი ტვირთბრუნვის, შემოსავლებისა და საკონტენიერო გადაზიდვების მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. კერძოდ, რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა კომპანიაში მიმდინარე მოდერნიზაციისა და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების მნიშვნელობას. მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტები რკინიგზის გამტარუნარიანობისა და მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება. დავით ფერაძემ ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტის აშენების უპირატესობაზე, რომელიც დერეფნის განვითარებას შეუწყობს ხელს. მისივე განმარტებით, პორტის დასრულების შემდეგ, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ახალმა პორტმა პანამაქსის ტიპის ხომალდები მიიღოს. დღევანდელ შეხვედრაზე, CAREC-ის წევრი ქვეყნების წარმომაგდენლებმა ADB -ის (აზიის განვითარების ბანკის) ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიღწეული შედეგები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)