|
2023-05-22 17:42:52, 1106 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი მოლდოვის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად ოფიციალურ მისიას იწყებს
ევროკავშირი ოფიციალურად იწყებს მისიას მოლდოვის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოლდოვის რესპუბლიკის დესტაბილიზაციის მცდელობები შესამჩნევად გაიზარდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ და წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ევროკავშირის გარე საზღვრების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. მოლდოვის ხელისუფლების მოთხოვნით შექმნილი მისიის მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას, გააძლიეროს კრიზისის მართვის სტრუქტურები და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მექანიზმები. „დღეს საბჭო იწყებს ევროკავშირის პარტნიორობის მისიას მოლდოვის რესპუბლიკაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის, გააძლიეროს უსაფრთხოების სექტორი ქვეყანაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)