|
2023-05-22 15:29:24, 1509 ნახვა
ეკონომიკა
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - შედარებით ნორმალიზებული, თუმცა მაინც მაღალი ეკონომიკური აქტივობა
გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზებაზე მიუთითებს, თუმცა, წინა წლის აპრილისა და მაისის მაღალი საბაზო ეფექტის გათვალისწინებით. საკუთრივ, ეს შეინიშნება საგარეო ვაჭრობისა და გზავნილების დინამიკაში. ასევე, იმ მიგრანტების გარეშე, რომლებსაც უკვე რეზიდენტის სტატუსი აქვთ მინიჭებული, აპრილში ტურისტული შემოდინებების წლიური ზრდა ძალზედ მაღალია, მაგრამ წინა თვეებთან შედარებით უფრო ნაკლები. ამასთან, მიგრაციის ეფექტის მთლიანად გათვალისწინების შემთხვევაში, ზრდის ტემპი აჩქარდა კიდეც. მთლიანობაში, „თიბისის“ არხებით უნაღდო ანგარიშსწორებისა და დღგ-ს ბრუნვების წინასწარი მაჩვენებლები მეორე კვარტალში, პირველთან შედარებით, ეკონომიკის ზრდის უფრო ზომიერ ტემპზე მიუთითებს. ეს დინამიკა, ჩვენს მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისია, რაც გასულ ორშაბათს „თიბისი კაპიტალის“ ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ შეჯამებაშია მოყვანილი. უფრო მეტიც, წინასწარი ინდიკატორები, სრული 2023 წლისათვის ჩვენი ბოლო საბაზო სცენარით გათვალიწინებულ 6%-ზე მეტ ზრდაზე მიუთითებს. წმინდა სავალუტო შემოდინებების, ფასებისა და სამუშაო ბაზრის გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაჩვენებლების მხრივ, მოლოდინებთან შედარებით მნიშვნელოვანი გადახრა, რაც საპროგნოზო პარამეტრებზე რამდენადმე მაინც მატერიალურად იმოქმედებდა, არ იკვეთება. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30005799-weekly-update-from-the-chief-economist
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)