|
2023-05-21 13:41:30, 931 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ფადი ასლის განცხადებაზე - ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი სატესტო გზავნილი
ფადი ასლი არის „ნაცმოძრაობის“ და ფსევდოლიბერალების ერთერთი გამორჩეული „პროპაგანდისტი“, ის ახმოვანებს იმ გზავნილებს, რომელთა გატესტვაც უნდა ხოლმე კოლექტიურ ნაცმოძრაობას. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი სატესტო გზავნილი. ის პირდაპირ სასწორზე აყენებს ერთ მხარეს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებას და მეორე მხარეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობას. როდესაც ასეთი ნარატივის შემოპარებას ცდილობს „ნაცმოძრაობა“, ეს არის უბრალოდ კატასტროფული მოვლენა - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფადი ასლის განცხადებას. მისი თქმით, სასწორზე ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება ერთ მხარეს ევროკავშირში კანდიდატიის სტატუსი და მეორე მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის დანაშაულებრივი განცხადებები. “ჩვენ ვიცით, რომ ფადი ასლი თავისით არაფერს წერს. ის არის ნაცმოძრაობის და ფსევდოლიბერალების ერთერთ გამორჩეული „პროპაგანდისტი“. აქედან გამომდინარე, ის ახმოვანებს იმ გზავნილებს, რომელთა გატესტვაც უნდა ხოლმე კოლექტიურ ნაცმოძრაობას. ამ შემთხვევაში ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი სატესტო გზავნილი. ის პირდაპირ სასწორზე აყენებს ერთ მხარეს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებას და მეორე მხარეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობას. როდესაც ასეთი ნარატივის შემოპარებას ცდილობს ნაცმოძრაობა, ეს არის უბრალოდ კატასტროფული მოვლენა. მისივე თქმით, ფადი ასლის ეს განცხადება 100-ზე მეტმა ფსევდოლიბერალმა ნაციონალმა მოიწონა, ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ მზად არიან დათმონ აფხაზეთი და სამაჩაბლო კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ. „ერთი რამ მინდა კიდე შევნიშნო, ინფორმაცია გამომიგზავნეს იმასთან დაკავშირებით, რომ 100-ზე მეტმა ფსევდოლიბერალმა ნაციონალმა მოიწონა ფადი ასლის ეს განცხადება. მათ შორის არიან ნაცმოძრაობის აქტიური სახეები, როგორიც არის იგივე დავით დარჩიაშვილი, ერთერთი საზმაუში აირჩია „ნაცმოძრაობამ“ შავგულიძე-ბასილაია, თუ რაღაც ასეთი, აქტიური „ნაციონალი“ და ერთერთი არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ცოლი, რომელიც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, რაც არის უბრალოდ, უბედურება. მათ გამოავლინეს საკუთარი სახე. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ მზად არიან დათმონ აფხაზეთი და სამაჩაბლო კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ. ეს არის უბრალოდ კატასტროფა, საზოგადოებამ ძალიან მძიმედ უნდა შეაფასოს ეს განცხადება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)