|
2023-05-19 22:37:47, 794 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას- რატომ დაუწესეთ 2008 წლის ომის შემდეგ რუსებს უვიზო რეჟიმი, რატომ მიყიდეთ სტრატეგიული ობიექტები და რატომ დააბრალეთ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება- ამაზეა კითხვები და პასუხები საჭირო
„რატომ დაუწესეთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს უვიზო რეჟიმი?! რატომ მიყიდეთ სტრატეგიული ობიექტები, რატომ დააბრალეთ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული, ამაზეა კითხვები და პასუხები საჭირო და არა ის, რატომ არ უწესებთ საკუთარ მოქალაქეებს სანქციებს“- ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მამუკა მდინარაძის თქმით, სპეკულაციურად ისმის კითხვები თუ რატომ არ უწესებს „ქართული ოცნება“ საკუთარ მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვებს, რატომ არ შევდივართ ომის რისკში და ქართული ხელისუფლება რატომ არ კრძალავს ფრენებს. „დღეს ისინი [ოპოზიცია] ჩვენ ასეთ სპეკულაციურად და თეატრალური ნიჭის გამოყენებით, როგორც ბატონი ვაშაძე, „ნაცმოძრაობის“ ე.წ. თავმჯდომარე და მათგან გამომსვლელები აკეთებდნენ ამ ტრიბუნიდან, გვეუბნებიან, რომ პუტინმა რომ 2019 წელს სანქციები დაუწესა ქართველებს, ვიზები რომ შეუზღუდა, ფრენები რომ გაუუქმა, დღეს რომ აღადგინა-რა მოტივაციით ეს მეორე საკითხია, მაგრამ ახლა ჩვენ რომ გვეუბნებიან ამერიკელები, ევროპელები, ჩვენი პარტნიორებიც რომ ითხოვდნენ ჩვენთან ერთად რომ ეს არის უსამართლო და მოხსენითო, დღეს შეიცვალა სიტუაცია, რაღაც მოტივაციით მოხსნეს და თქვენ რატომ არ უწესებთ, ანუ, „ქართული ოცნება“ საკუთარ მოქალაქეებს თურმე რატომ არ უწესებს სავიზო შეზღუდვებს, რატომ არ აწესებს სანქციებს, ანუ, რატომ არ შევდივართ ომის რისკში და ქართული ხელისუფლება რატომ არ კრძალავს ფრენებს, ეს კითხვა ისმება. კი ბატონო, შეიძლება დაისვას ეს შეკითხვა, მოტივაციასთან დაკავშირებით, კარგი მოტივაციით ხომ არ ექნება ოკუპანტ ქვეყანას? კი ბატონო, არ შევდივართ სპეციალურად ამ პასუხებში და ამ რისკებში, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს წნეხი მოვაშოროთ. იმიტომ, რომ ზოგი რომ ამბობს 150 000 რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, გაერო 450 000, მაგრამ სინამდვილეში 800 000-დან 1 000 000-მდე საქართველოს მოქალაქე და ჩვენი თანამემამულე რომ არის რუსეთში იმათ არ მიადგეთ ზიანი, “- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)