|
2023-05-19 15:12:06, 641 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცები ცდილობთ, რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი, პიარულად გადაეფაროთ იმ გამოძიებას, რომელიც წარმოებს კეზერაშვილის წინააღმდეგ
მთლიანობაში მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ დღევანდელი ნაბიჯით ვიღაცები ცდილობთ, რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი თქვენი ჩათვლით, რომ პიარულად გადაეფაროთ იმ გამოძიებას, რომელიც წარმოებს კეზერაშვილის წინააღმდეგ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „კეზერაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც დღემდე ასე გულუხვად აფინანსებს, მისივე აღიარებით, პოლიტიკურ პარტიებს, ტელევიზიებს და ე.წ. ენჯეოებს“. „რატომ არავინ სვამთ ოპოზიციიდან ამ კითხვას. კეზერაშვილი, უმძიმესი დამნაშავე, კრიმინალი, ევროპელი პენსიონერების მძარცველი, დღემდე სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით. ამაზე კითხვები რატომ არ არის?! ვიღაცები ამბობენ, რომ ამ დანაშაულის გამო შეიძლება ევროკავშირში აღარ მიგვიღონ და ამ დროს, ევროკავშირი აძლევს თავისუფალ მიმოსვლას კეზერაშვილს. მე მგონი ეს კითხვა უნდა დაისვას ევროკავშირის წინაშე, მე ყოველ შემთხვევაში ამას ვაპირებ, პრინციპულად უნდა მოვითხოვოთ თავისუფალი მიმოსვლის გაუქმება ამ უმძიმესი კრიმინალი კეზერაშვილისთვის. მაგრამ თქვენგანაც ველოდები ასეთ კითხვებს“- აღნიშნა კობახიძემ. ე.წ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კობახიძემ თქვა, რომ საერთაშორისო სტანდარტით მიმდინარე გამოძიებაზე საგამოძიებო კომისიები არ იქმნება. „იურიდიულ მხარეს რაც შეეხება, მიმდინარე გამოძიებაზე არ იქმნება ხოლმე საგამოძიებო კომისიები. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რაც საქართველოშიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, ამას თავი დავანებოთ, აქ არის მიმდინარე არა ქართული, არამედ ქართულ-ევროპული გამოძიება. როცა სტანდარტული გამოძიების პარალელურად ქმნი საგამოძიებო კომისიას გამოდის, რომ თქვენ არ ენდობით მიმდინარე ქართულ-ევროპულ გამოძიებას, რაც გაუგებარია. მგონი სჯობს დაველოდოთ ქართულ-ევროპულ გამოძიებას, ვნახოთ შედეგები და ამის შემდეგ თუ კიდევ დარჩება კითხვის ნიშნები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)