|
2023-05-18 17:03:40, 872 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის ჩამოყალიბება
წინა წელს, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას, წამლის ლაბორატორიის პროექტის შესახებ მოგახსენეთ, რომელიც გასულ კვირაში, უკვე ოფიციალურად გავხსენით. მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის ჩამოყალიბება“, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, წამლის ხარისხის ლაბორატორია, მოკლე ვადაში, აღიჭურვა და დაკომპლექტდა შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით. მისივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, შესაბამისი მიმართულებით, საერთაშორისო სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის მოპოვების მიზნით. „ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით შემუშავებულ იქნა რეგულაცია, რომელიც მაქსიმალურად ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ორიენტირებულია პაციენტის უფლებების დაცვისკენ და უზრუნველყოფს კვლევის ჩატარებისათვის შესაბამისი სანებართვო პირობების და მექანიზმების განსაზღვრას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრმა, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის არსებითად მნიშვნელოვან, სავალდებულო GMP/GDP სტანდარტების დანერგვაზეც ისაუბრა. „2022-2023 წლებში, გაიცა 50 საბითუმო დისტრიბუტორის GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი. ასევე, 3 ფარმაცევტული წარმოებისთვის გაცემულია ნაციონალურ GMP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)