|
2023-05-18 15:51:41, 662 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ხელფასის ზრდა შეეხო 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს
ხელფასის ზრდა შეეხო 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, ექიმების პროფესიული რეგულირების საკითხზე საუბრისას განცხადა. მისი განმარტებით, სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსახლეობას მომსახურებას უწევდეს მაღალკვალიფიციური ექიმები, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს მათი შრომის პირობებისა და უფლებების დაცვაზე. „წელს ამოქმედდა მინიმალური ანაზღაურების მექანიზმი ექიმებისა და ექთნებისთვის. დამსაქმებლისთვის გაჩნდა ვალდებულება, რომ ექიმს ყოველ საათში აუნაზღაუროს არანაკლებ 7 ლარისა, ხოლო ექთანს-არანაკლებ 4,40 ლარისა. ამ რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხო 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს. იმისათვის, რომ აღნიშნული ვალდებულება იქნას დაცული, სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური ელექტრონული სისტემის საშუალებით რუტინულად ახორციელებს პერსონალისთვის გადახდილი ხელფასის კანონთან შესაბამისობის მონიტორინგს“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)