18:03 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 13:55:58, 691 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - დღევანდელ საქართველოზე შეიძლება ითქვას, რომ ისტორიის მონაკვეთია, როდესაც სახელმწიფო იცავს ადამიანის უფლებებს, როგორც უზენაეს ღირებულებებს

დღევანდელ საქართველოზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიის ის მონაკვეთი, როდესაც  სახელმწიფო  ნამდვილად ცნობს და იცავს ადამიანის უფლებებს როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს; ხოლო, სამწუხაროდ, არსებობენ ჩვენს საზოგადოებაში ძალები, რომლებიც ყველა შესაძლო ხერხით ცდილობენ, მაქსიმალურად გადაფარონ საქართველოს წარმატებები, რომლებიც უკავშირდება მის ევროპულ მომავალს, და წარმოაჩინონ საქართველო ისე, რომ თითქოსდა აქ ვინმეს აწამებენ, ვინმეს წამლავენ და ვინმეს არ მკურნალობენ, –  ამის შესახებ  იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის იცავდა ადამიანის ღირსებას და მისგან მომდინარე აბსოლუტურად ყველა ძირითად უფლებას.

„მთლიანად რომ შევაჯამოთ ეს გადაწყვეტილება, საფუძველშივე მინდა, მივმართო როგორც ჩვენს ძვირფას საზოგადოებას, ისე, მათ შორის, მოწინააღმდეგე მხარესაც, რომელიც ძალას არ იშურებდა იმისთვის, რომ ეს შთამბეჭდავ ტყუილთა ბურუსი რაც შეიძლება უფრო მძაფრი ყოფილიყო და საზოგადოებას ვერ გაეგო სიმართლე, თუ რა ხდებოდა მსჯავრდებულ სააკაშვილის ირგვლივ, მინდა, მათაც მივმართო და შევახსენო, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ერთ რამეს – საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის იცავდა ადამიანის ღირსებას და მისგან მომდინარე აბსოლუტურად ყველა ძირითად უფლებას", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics