|
2023-05-17 18:59:35, 945 ნახვა
საზოგადოება
ფრიდონ ხალვაშის ბიუსტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ოფიციალურად გახსნა
დღეს, სახელოვანი პოეტის,მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშისა და პოეტის ვაჟის, ცნობილი კინორეჟისორის ზაზა ხალვაშის დაბადების დღეა. ,,ფრიდონობა" - ასე ეწოდება სახალხო დღესასწაულს, რომელსაც პოეტის სიცოცხლეშივე ჩაეყარა საფუძველი და ყოველწლიურად სწორედ, 17 მაისს აღინიშნება. სიმბოლურად ფრიდონ ხალვაშის ბიუსტი მწერალთა სახლთან გაიხსნა. ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერალთა კავშირის წევრები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის სასულიერო პირებმა პოეტის საფლავთან სულის მოსახენიებელი პანაშვიდი აღავლინეს. ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტის შემოქმედებიდან ცნობილი ლექსები წაიკითხეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)