19:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 13:45:41, 979 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლის განცხადებას, შესაძლოა, მოკლე პერიოდში კონკრეტული სანქციები მოჰყვეს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ამ განცხადებას მოკლე პერიოდში შესაძლოა მოჰყვეს კონკრეტული სანქციები,- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილეის, ვედანტ პატელის განცხადებას.

ბეჟაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ გააშიშვლებს „ქართული ოცნების“ რუსულ შინაარსს.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან შეშფოთებულები იმით, რომ „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად მოახდინა ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება და ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმას კვლავ აგრძელებს, მიუხედავად 7-8-9 მარტის საპროტესტო აქციების სულისკვეთებისა ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ჯიუტად ადგას ანტიდასავლურ პროპაგანდას და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. ბუნებრივია, ამ დიპლომატიურ განცხადებას მოკლე პერიოდში შესაძლოა მოჰყვეს კონკრეტული სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ გააშიშვლებს „ქართული ოცნების“ რუსულ შინაარსს და ხასიათს",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 17 მაისს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადადგამს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics